Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 26 июля 2012 г.

ნიკოლოზ მჟავანაძე: არ მგონია, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ ქალაქის მერისთვის სამოთხის კარი გაიღოს


ისანში, დოდაშვილის მოედანზე, კომპანია ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას”  მიერ  წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიასთან,  საცხოვრებელ სახლებთან და სკვერთან ახლოს შენდება გაზგასამართი სადგური.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ისნის მოსახლეობამ ერთობლივი აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მისი სამასახურის და მოსახლების პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა:
  ,,ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუსას გიგი უგულავამ მეუფე სერაფიმე  ფაქტიურად ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დააყენა. არ მგონია, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ ქალაქის მერისთვის სამოთხის კარი გაიღოს, რადგან საქართველოს პატრიარქმა ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა ის ვინც ეკლესიას დაამცირებს აუცილებლად დაისჯებაო. ის რაც ისანში ხდება ნამდვილად არის ეკლესიის დამცირება.
 გარდა ამისა თავად აღნიშნული მშენებლობაც ეწინააღმდეგება ”ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას.
გაზგასამართი სადგურების მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში არის დაუშვებელი, რადგან ამ ტიპის ნაგებობას თან ახლავს მავნე აირების ემისია, რაც მცირე რაოდენობითაც კი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
 ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. საჩივარი წარმოებაში იქნა  მიღებული და მისი განხილვა 11 ივლისს ჩაინიშნა.  ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს. ისნის მოსახლეობის მიერ შეგროვებულია ასევე პატრიარქის სახელზე ასეულობით ხელმოწერები, რათა  საპატრიარქომაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხზე და თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში.’’

Комментариев нет:

Отправить комментарий