Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 26 июля 2012 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მერიის მიერ იპოდრომის სარეკრეციო ზონის განადგურებისთვის მასალებს პროკურატურაში გადაგზავნის


28 ივნისს იპოდრომზე, შ.პ.ს. ”ინვესტ კაპიტალის” კუთვნილ ტერიტორიაზე, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მაისურებით ,,გაამწვანე შენი ქვეყანა’’  დაიწყეს ხეების მასიური ჭრა საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ არაერთგზისი მოწოდება  შეეწყვიტათ უკანონო ჭრები ხელისუფლებამ ყურად არ იღო. 
ამ  ფაქტთან  დაკავშირებით, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და  ორგანიზაციის პოზიცია დააფიქსირა.  ის ტერიტორია სადაც  ამჟამადაც მიდის ხეების მასიური ჩეხვა ეკუთვნის შპს ,,ინვესტ-კაპიტალს’’ რომელმაც თავის მხრივ  ტერიტორია  შპს ,,ჟოკეი-კლუბიდან’’ 2010 წელს შეიძინა.  ,,ჟოკეი-კლუბს’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ვალდებულება რომ ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფდა ტერიტორიას  და აღნიშნული მშენებლობისათვისვე  500 000 აშშ დოლარს დახარჯავდა. ხელშეკრულებითვე განსაზღვრული იქნა, რომ მაგისტრალი საბურთალოს ქუჩის მხრიდან შეურთდებოდა თამარაშვილის ქუჩას.  ხელისუფლებამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მაგისტრალის გაყვანა თვითნებურად გადაწყვიტა  მათ მიერვე წარმოდგენილი ახალი პროექტით. ხელისუფლების   ამგავრი ქმედებები არის არა მარტო კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების ხელყოფა, არამედ გარემოს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტიც. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზა გამოეყენებინათ, შეიჭრნენ შუაგულ სარეკრეაციო ზონაში და ასეულობით მწვანე ნარგავი გაანადგურეს. ის რაც მათ ჩაიდინეს არის სისსხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ,,ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა’’, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამი წლით.
ხელისუფლების ეს ქმდება ასევე  ეწინააღმდეგება:
1. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მესამე ნაწილს.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ,  #1 დანართის მე-8 პუნქტს
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილს.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” იპოდრომის სარეკრეციო ზონის განადგურებაში მონაწილე ყველა პასუხიმგებელი პირის დასჯას ითხოვს და ამ დღეებში ამ მოთხოვნით მასალებს პროკურატურაშიც გადააგზავნის. 

Комментариев нет:

Отправить комментарий