Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 26 июля 2012 г.

ტყეებში ხანძრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ ხეთაგურს დაეკისრება


ოთხ წელზე მეტია საქართველოს ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება. რის გამოც ყოველ ზაფხულს  ტყის მასივებში ცეცხლის კერები მატულობს. როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოდან  ჩვენთვის გამოგზავნილი წერილიდან  გახდა ცნობილი  ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არც წელს ჩატარებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის  თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა:  ,,ყოველივე წარმოადგენს საჯარო სმართლის იურიდიული პირის  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების მეოთხე მუხლის დარღვევას. თავის მხრივ კი ამაზე პასუხისმგებლობა ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების მინისტრს და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსს ალექსანდრე ხეთაგურს აკისრია. მისი ქმედება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს როგორ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხით (სამსახურეობრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაული. ტყეებში  ხანძრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ ხეთაგურს დაეკისრება იმის გამო რომ მისმა უწყებამ არ გაატარა კანონით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.
  ,,ეკოლოგიური  სამართლის ცენტრი’’ მოუწოდებს ხეთაგურის უწყებას ჯერ კიდევ სანამ ცხელი ამინდები დამდგარა   გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ვინაიდან სინოპტიკოსების აზრით აგვისტო ცხელი იქნება და  ხანძრებთან ბრძოლა ტყეებში  ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий