Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 10 апреля 2012 г.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მორიგი კავშირგაბმულობის ანძის დემონტაჟი განხორციელდა

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მომართა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ. ისინი ჯავახიშვილის ქ. #20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე განთავსებული ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენების დემონტაჟს ითხოვდნენ.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” აღნიშნულის შესახებ აცნობა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. როგორც გაირკვა, ხსენებულ მისამართზე დამონტაჟებული ანტენები ეკუთვნოდა ფიჭური კავშიგაბმულობის კომპანიებს ”ჯეოსელსა” და ”მობიტელს” და ისინი კანონის დარღვევით, სათანადო ნებართვის გარეშე იყო განთავსებული.
კომპანიებს მიეცათ სათანადო მითითება, რის საფუძველზეც ჯავახიშვილის ქ. #20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ანტენები მოიხსნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий