Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 29 марта 2012 г.

არასამთავრობოები პეზიდენტისგან ხეთაგურის გადაყენებას მოითხოვენ


,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ოფისში ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ:  ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა, საქართველოს თავისუფალ ფერმერთა კავშირმა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა, ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველომ, მწვანე ალტერნატივამ,  ენერგოეფექტურობის ფონდმა,  ეკოტექმა, ჩშღDG - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ერთობლივი პრესკონფენცია გამართა, რომლის დროსაც არასამთავრობო სექტორმა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ანტიკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში ნებისმიერ პირს უფლებას აძლევს, ჩაიდინოს დანაშაულები და პასუხი არ აგოს მათზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში შეთანხმების დადების შედეგად.

















არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტისათვის გასაგზავნ წერილს, სადაც ისინი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ, პარლამენტში წარსადგენად ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის მომზადების, მისი უწყების მიერ უპასუხისმგებლო, ცინიკური და აშკარა სიცრუის შემცველი განმარტებების,  საზოგადოებაში ვნებათაღელვების გამოწვევისა და პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანის გამო.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ დღეებში სახელმწიფო და სხვა  უწყებებთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ  ანტიკონსტიტუციური კანონის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას არ დაასრულებენ მანამ სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მირწეული’’

Комментариев нет:

Отправить комментарий