2011 წლის დეკემბერში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მრავალწლიანი წიწვოვანი ჯიშის ხე მოიჭრა, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, როგორც მათ თბილისის მერიიდან განუმარტეს ხეები იჭრება ნებართვის საფუძველზე და მათი მოჭრა შემდგომშიაც გაგრძელდება. თუმცაღა აღნიშნული ნებართვა ქალაქის მესვეურთ მოსახლეობისთვის არ წარუდგენიათ.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ და ,,თბილისის ზღვის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა’’ 24 დეკემბერს თბილისის ზღვაზე საპროტესტო აქცია გამართეს და დაგმეს მრავალწლიანი წიწვოვანი ჯიშის ხეების გაჩეხვა.
აქციაზე ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ქალაქის მესვეურთა ქმედება დაგმო და განაცხადა: ,,თბილისის მერიის ხელმძღვანელობამ თბილისის ზღვის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება როგორც ჩანს ათეულობით ხეების მოჭრით დაიწყო, რამაც მოსახლეობის საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია, ჩვენ ვითხოვთ ახსნა-განმარტებებს თუ რის საფუძველზე მოიჭრა ხეები თბილისის ზღვაზე და ვითხოვთ, რომ მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს პროცესი, მოჭრილი ნაძვების ადგილას კი შესაბამისი ხეები დარგოს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.’’
Комментариев нет:
Отправить комментарий