Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 5 марта 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ კიკვიძის პარკთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა

2012 წლის 25 თებერვალს ”ეკოლოგიური სამარლის ცენტრის” იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ  კიკვიძის პარკთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა და ამის თაობაზე პრესკონფერენციაც გამართა.
პრესკონფერენციის დასაწისში  ნიკოლოზ მჟავანაძემ კიკვიძის პარკში ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება გააპროტესტა და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოსთხოვა. 
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’ გუშინ თბილისის მერიიდან  კიკვიძის პარკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მიიღო. სადაც ხაზგასმულია რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური #07/15396-13 წერილით თბილისის მთავარ სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად კიკვიძის ბაღში შემოღობვის, დროებითი ნაგებობების ჩადგმისა და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლებას aძლევს.
 “თბილისის არქიტექტურის სამსახურის #07/15396-13 წერილი თავისი არსით არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში და ითხოვს აქტის ბათილობას რადგან
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნები.
2. დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
გარდა აღნიშნულისა, ვინაიდან #07/15396-13 წერილში მითითებულ ერთ-ერთ მისამართზე, კერძოდ ცოტნე დადიანის ქ. #164-ში მდებარეობს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ე.წ. კიკვიძის) პარკი, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მთელ რიგ ნორმატიულ აქტებს, კერძოდ:
1. ქ. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის სკვერებში, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
2. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
3. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას - ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
4. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების #1 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია წარმოადგენს სარეკრეაციო ზონა 2-ს (რზ-2) და მასში განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების ჩამონათვალში, აგრეთვე განაშენიანების დასაშვები სახეობების ჩამონათვალში, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას, შსს-ს ადმინისტრაციული შენობები, ან რაიმე მსგავსი ნახსენები არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, ბათილად იქნას ცნობილი “თბილისის არქიტექტურის სამსახურის” ადმინისტრაციული აქტი, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული.

ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით განარჯვებას მივაღწევთ.’’ განაცხადა ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტმა ნიკლოზ მჟავანაძემ’’. 

Комментариев нет:

Отправить комментарий