Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 5 марта 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ჯეოსელისგან უნებართვოდ დამონტაჟებული ანძების დემონტაჟს მოითხოვს


ბოლო ორი წელია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,ჯეოსელი’’ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რაც კერძო დასახლებებში  საბაზო სადგურების უნებართვოდ დამონტაჟებაში გამოიხატება.  
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 2 მარტს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: 
„ცენტრის წარდგინებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამასახურის მიერ არაერთხელ მოიხსნა  კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებიდან  მსგავსი საბაზო სადგურები, მაგრამ კერძო  დასახლებებში ანძების რაოდენობა მაინც მატულობს, რადგან  ,,ჯეოსელი’’ კვლავაც აგრძელებს ანძების უნებართვო მონტაჟს.  ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის ამგვარი ქმედებებით ირღვევა საქართველოს მთავრობის დადგენილება მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 66-ე მუხლის 2 და 7 პუნქტები. რისთვისაც შესაბამისი სანქციები გათვალისწინებულია ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ კანონის 22--ე მუხლის ,,ა’’ ნაწილით.  
  კერძო დასახლებებში იქ სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების მონტაჟი წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და ეს არაერთი უცხოელი ექსპერტების კვლევებითაც დასტურდება.
გამოკვლევებმა (შასტას  მთის ბიორეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი) აჩვენა, რომ თვით დაბალი გამოსხივების დროსაც კი არსებობს მტკიცებულებანი უჯრედის ქსოვილებისა და დნმ-ის დაზიანების შესახებ.  ეს ყველაფერი უკავშირდება ტვინის სიმსივნეებს, კიბოს, დეპრესიას, მუცლის მოშლას, ალცჰაიმერის დაავადებას..
ადამიანები კი, რომლებიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ცხოვრობენ ხშირად უჩივიან გაღიზიანებასა და მოუთმენლობას. სისხლში ამ დროს იზრდება ადრენალინის შემცველობა, იზრდება სისხლის შედედების რისკი, რაც იწვევს ინსულტსა და ინფარქტს.

ჰემპსტედში (დასახლება ნიუ იორკის შტატში) მკაცრად იზღუდება ახალი ფიჭური კავშრგაბმულობის ანძების განთავსება.
ჰემპსტედის შემთხვევა ერთ–ერთი თვალსაჩნოა იმ შემთხვევებს შორის, რომელთაც ადგილი აქვთ არა მარტო ნიუ იორკშ, არამედ სხვა შტატებშიც.
ახალი წესების თანახმად, კომპანიებს ეკრძალებათ დანადგარების განთავსება სახლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან და ა.შ. არანაკლებ 1500 ფუტის (დაახლოებით 450 მ) დაშორებით, თუ არ დაასაბუთებენ ამის აბსოლუტურ აუცილებლობას.
ისრაელში, მოსახლეობის მიერ ანტენების არაერთგზისი დაწვის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელ სახლებზე განთავსებული მობილური კავშირის ანტენები ექვემდებარება დემონტაჟს და ქუჩის განათების ბოძებზე გადატანას.
პეტერბურგის ხელისუფლებაც მზადაა მსგავსი ღონისძიებები გაატაროს. ახალი კანონპროექტი კრძალავს გადამცემი ანტენების განთავსებას საცხოვრებელი სახლების ფასადებსა და სახურავებზე, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. ფაქტიურად, ანტენების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საწარმოო ობიექტებზე და სპეციალურ ანძებზე.
ავსტრალიელი დოქტორ ბრუს ჰოკინგის კვლევამ გამოავლინა, რომ სიდნეიში მცხოვრები ბავშები, რომლებიც სატელევიზიო ან რადიოსადგურების ანძების (ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების მსგავსი) სიახლოვეს ცხოვრობენ, ორჯერ უფრო ხშრად ავადდებიან ლეიკემიით, ვიდრე ბავშვები, რომლებიც 7 მილზე მეტით არიან დაშორებულნი.
ბიომედიკოსი მარიანა ალვეს–პერეირა ამბობს, რომ ფიჭური კავშრგაბმულობის ანძების დასხივება ვიბროაკუსტიკურ დაავადებას იწვევს. „ჩივილების უმეტესობა მსგავსია იმისა, რაც შემიმჩნევია დაბალი სიხშირის ხმაურით გამოწვეული ვიბროაკუსტიკური დაავადების მქონე პაციენტებთან“. სიმპტომები მოიცავს განწყობის ცვალებადობას, კუჭ–ნაწლავის დაავადებებს, წყლულებსა და სახსრების ტკივილს’’.
    ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს  ,,ჯეოსელს’’ ხელი აიღოს ანძების უნებართვოდ დაყენებისგან.  წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ უფლებას იტოვებს, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий