Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 29 марта 2012 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. აღნიშნულით ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “გარემოს დაცვის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და საქართველოს კანონში “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ”.
წარმოდგენილი ცვლილებებით დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, შეთანხმების დადება განუსაზღვრელი ვადით, რომლის მიხედვითაც შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დარღვევების ჩადენის შემთხვევაში:
გადამეტებით ტყვიაშემცველი ბენზინის ან ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი;
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, რაც დაკავშირებული არ არის ნებადართულ ღონისძიებებთან;
მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება;
მაღალმთიან რეგიონებში, სუბალპური და ალპური მცენარეების მოპოვება, რომელთა საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია;
მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება;
მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა;
თვითმართველი ერთეულების, მათ შორის ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და შესაბამისი უფლების გარეშე მათი სარგებლობა;
სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა, წიაღით სარგებლობის ობიექტების თვითნებურად განაშენიანება, შეაბამისი დაცვითი და უსაფრთხოებითი ღიონისძიებების, წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა და წიაღით სარგებლობის გადასახადისგან თავის არიდება;
წყლის ობიექტების, მათ შორის ზღვის, დაბინძურება-დანაგვიანება, მათში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ხმელეთიდან და ასევე გემიდან ან პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით დაბინძურება-დანაგვიანება (ჩაყრა, ჩაშვება, ჩაღვრა და დამარხვა);
ხე-ტყის დამზადებისას, მათ შორის ეროვნული პარკის, აღკვეთილის, დაცული და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, ტყითსარგებლობის წესების დარღვევა;
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება;
დაცული ტერიტორიების ზონების საზღვრებში, მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება;
სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების (მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების) დაზიანება;
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევით სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემა და ასევე მათი ლიკვიდაცია;
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება-დაზიანება, მათ შორის ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა-დაზიანება, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობა;
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელება, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
გარემოსდაცვით სფეროში შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭედის (ლუქის) განზრახ დაზიანება;
ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების, მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს;
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა უკანონო ყიდვა-გაყიდვა, დატყვევება ან მოსპობა, ასევე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;
სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა თუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში, საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა თუ ნებისმიერი მოწყობილობების შეტანა-გამოყენება;
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში;
დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიებზე დასუფთავების წესების დარღვევა;
დაუსჯელად განხორციელდეს დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების დაზიანება და თვითნებური გაჩეხვა;
დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიების დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა.
ცვლილებების მიხედვით, ასევე, დაუშვებელია პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებისა და მიღების პროცესში დაირღვა “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამს სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ე.წ. ორჰუსის კონვენცია) მოთხოვნები.
ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებები კი, თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს, კერძოდ, მის 3-5 პუნქტებს.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს და ეს კანონი ძალაში შევა, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მისი არაკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, განაცხადა ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий