,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ აგლაძის #26-ში, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად საპროტესტო აქცია–პრესკონფერენცია გამართა.
მოსახლეობა შეშფოთებულია აგლაძის ქ. #26-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსალოდნელი მშენებლობით, აგრეთვე იმით, რომ ქალაქის ხელისუფლება მათ უზღუდავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის ზედამხედველობის სამასახური თავიანთი ფართების კომერციული მიზნებით გამოყენებას უკრძალავს.
აქცია-პრესკონფერენციაზე ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ სკვერში მშენებლობა ეწინააღმდეგება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებს, მათ შორის:
1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.
2. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
5. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას - ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
6. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს.
რაც შეეხება მოქალაქეთა საკუთრების უფლების შეზღუდვას, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი) განსაზღვრული საკუთრების უფლება.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ითხოვს თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოსახლეობის საკუთრების უფლების შეზღუდვა სკვერებში.

Комментариев нет:
Отправить комментарий