Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

пятница, 16 марта 2012 г.

გარემოსდამცველები საკრებულოსგან მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას მოითხოვენ


,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მოთხოვნით, ერთ სულ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი უნდა მოდიოდეს. ჩვენთან 3 კვადრატულზე ნაკლები მოდის და, ამ მხრივ,  სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა თბილისში. სისტემატურად უქმდება სარეკრეაციო ზონები და ამაში თავისი წვლილი დედაქალაქის საკრებულოს შეაქვს.


















2009 წლის სექტემბერში საკრებულომ 23 ერთეული სარეკრეაციო ზონა გადააკეთა საცხოვრებელ ფუნქციურ ზონებად. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. არსამთავრობო ორგანიზაციებმა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ და ,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა’’ თბილისის საკრებულოს წინ აქცია -პრესკონფერენცია გამართეს და მოუწოდეს  დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს, დაიცვან მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები, ნუ გადააქცევენ თბილისს ეკოლოგიური უბედურების ზონად და ხმა აღიმაღლონ  თბილისის მერიის მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებზე.
აქციზე სიტყვით გამოსულმა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა:  ,,საკრებულოს მიერ მიღებული ქვემორე აქტები დღეს, სამწუხაროდ, არ სრულდება:
1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილება #2-2 - ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.
2.  თბილისის საკრებულო გადაწყვეტილება - 4-13 -  ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება #6-17 - დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

















„საქართველოს დედაქალაქის თბილისის’’  შესახებ კანონის მეთორმეტე მუხლის, პირველი პუნქტის, ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
 ქალაქ თბილისის მერის და ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი და შეფასება, რაც სამწუხაროდ არ ხორციელდება’’.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ და ,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები’’ მოითხოვენ, საკრებულომ იმოქმედოს არა თბილისის მოსახლეობის საზიანოდ, არამედ მისი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის; აღასრულოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მის მიერ მიღებულ იქნა და ხელი აიღოს სარეკრეაციო ზონების გაუქმებაზე. ამასთან, მოითხოვოს თბილისის მერისგან იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხი, რომელსაც  ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა თბილისის პარკებსა და სკვერებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий