„ეკოლოგიური სამართლის ცენტრს“ ერთი წლის წინ კასპიდან მირიან მეფის ქუჩა: 84 ,78, 47, 49, 51 და 53-ე კორპუსების მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, კორპუსები წლების მანძილზე წყალზე იდგა და კანალიზაცია ჩაედინებოდა კორპუსის სარდაფებში, რაც ქმნიდა ანტისანიტარიას და იწვევდა სხვადასხვა დავადებებს.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ შესაბამისი წერილები გაგზავნა კასპის გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში, კასპის გამგეობასა და შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში. კასპის გამგეობიდან და გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიიდან მივიღეთ წერილები და დაპირება პრობლემის მოგვარებისა. თავად შიდა ქართლის გუბერნატორი, ზურაბ არსოშვილიც ადგილზე გაეცნო პრობლემას, მოისმინა მოსახლეობის აზრი და ერთ თვეში სამუშაოების დაწყების პირობა დადო.
14 მარტს აღნიშნული კორპუსების მაცხოვრებლებმა გვაცნობეს, რომ უკვე დაიწყო შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მილების ჩალაგება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით.

Комментариев нет:
Отправить комментарий