Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

пятница, 16 марта 2012 г.

მერიამ - გავაკეთებთო

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრს“ 2011 წლი 21 ნოემბერს მომართეს ნაძალადევის რაიონის ჭყონდიდელის ქუჩის მაცხოვრებლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მათი კორპუსების გასწვრივ არ იყო გაკეთებული სანიაღვრე სისტემა. აღნიშნულის გამო გრუნტის წყლები წლების განმავლობაში ჩადიოდა სარდაფებში, იქმნებოდა ანტისანიტარია, რაც ხდებოდა სხვადასხვა დაავადებების მიზეზი და კორპუსის მაცხოვრებლების სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“, მრავალთვიანი ბრძოლის შედეგად, რაც გამოიხატება შესაბამისი წერილების გაგზავნასა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებში, გუშინ მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამუშაოები სანიაღვრე სისტემის გასაკეთებლად უმოკლეს დროში დაიწყება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий