Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 5 марта 2012 г.

”ეკოლოგიური სამართლის“ ცენტრი კიკვიძის პარკის გადარჩენისთვის პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს


2012 წლის 8 თებერვალს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ ვეტერანთა პარკში (ე.წ.  კიკვიძის პარკში) "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფთან" და სალომე ზურაბაშვილი-,,საქართველოს გზთან"  ერთად, მშენებლობის მზადებასა და ათეულობით მრავალწლიანი ხის დაგეგმილ ჭრასთან დაკავშირებით ნაძალადევის მოსახლეობასთან ერთად აქცია- პრესკონფერენცია გამართა.   პარკის ტერიტორიის ნაწილი შემოღობილია და, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ამ ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებიც მოიჭრება.

  ,,აქციაზე ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ,,ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან უკვე დადასტურდა, რომ ამ ადგილას პოლიციის შენობა უნდა აშენდეს. ყოველივე კი ეწინააღმდეგება:
1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - . თბილისის სკვერებში, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.
2. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
3. . თბილისის მთავრობის დადგენილებას - . თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
4. კანონი ტექნიკური საფრთხის კონტროლი შესახებ მე 13-ე მუხლი.  მიღებული 08.04.2010
5. საქართველოს კონსტიტუცის 37 მუხლს“ –
6. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას- ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
თავის მხრივ, ხეების უკანონო გაჩეხვა კი წარმოადგენს დანაშაულს გათვალისწინებულს  სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით
  ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’  თბილისის მერიისგან მოითხოვს შეჩერდეს ყოველგვარი მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. შესაბამისი წერილები გაიგზავნა გარემოს დაცვის სამინისტროში,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისის მერიაში, სახალხო დამცველის ოფისში, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.’’- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
  დღესვე  ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კიკვიძის ბაღში მშენებლობის აკრძალვისა და პარკისათვის სარეკრეაციო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий