Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 5 марта 2012 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” კიკვიძის პარკის გადარჩენისთვის იბრძვის


2012 წლის 6 თებერვალს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ვეტერანთა პარკში (ე.წ.  კიკვიძის პარკში)  მშენებლობის მზადებასა და ათეულობით მრავალწლიანი ხის დაგეგმილ ჭრასთან დაკავშირებით ნაძალადევის მოსახლეობასთან ერთად აქცია-პრესკონფერენცია გამართა.  აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ..გრინფისის მხარდაჭერთა ჯგუფი და მისი ხელმღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უსაფრთხო სივრცის’’ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე.

  ცენტრს დაუკავშირდა ნაძალადევის მოსახლეობა, რომლებიც შეშფოთებული არიან პარკში მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების გამო. პარკის ტერიტორიის ნაწილი შემოღობილია და, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ამ ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებიც მოიჭრება. თუ რა შენდება პარკში, ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, რაც მშენებლობის ნებართვის შესახებ კანონის 8-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაა. ამის თაობაზე ჩვენ ვერც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან  და ვერც არქიტექტურის სამსახურიდან ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი.  მოსახლეობის განმარტებით, მშენებლები, რომლებიც ტერირორიაზე მუშაობენ აცხადებენ, რომ კიკვიძის პარკში პოლიციის შენობა შენდება.

პოლიციის შენობების მშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მსგავსი მშენებლობები მაინცდამაინც პარკებსა და სკვერებში რატომ უნდა მიმდინარეობდეს, ჩვენთვის გაუგებარია, რადგან  აღნიშნული მშენებლობა ეწინააღმდეგება:
1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას - . თბილისის სკვერებში, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.
2. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
3. . თბილისის მერიის დადგენილებას - . თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
4. საქართველოს კონსტიტუცის 37 მუხლს“ - განაცხადა ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
  ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’  თბილისის მერიისგან მოითხოვს შეჩერდეს ყოველგვარი მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. დღესვე კი  წერილებს გააგზავნის თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში და გამოითხოვს ყველა იმ დოკუმენტაციას თუ რის საფუძველძე გაიცა ნებართვა პარკში მშენებლობაზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий