Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 21 ноября 2011 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს


,,საქართველოს ტყის კოდექსში’’,  საქართველოს კანონში „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ კანონში და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის’’  შესახებ კანონში მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებული პარლამენტის წევრის პავლე კუბლაშვილის მიერ,  ცვლილებები ითვალისწინებს:
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოპოვებას კომერციული მიზნით;
2. ნადირობას დაცულ ტერიტორიებში, მათ შორის ეროვნულ პარკებში;
3.იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს განადგურების შესაძლებლობის დაკანონებას

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ 2011 წლის 12 ოქტომბერს ცენტრის ოფისში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა:
,,ცვლილებები  გააუარესებს არსებულ არასახარბიელო ვითარებას.  ეროვნული პარკები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ისედაც მცირე ფართობი უკავიათ, პრაქტიკულად დაკარგავენ ველური ბუნების რეზერვუარის ფუნქციას, მოისპობა მცირერიცხოვანი სახეობების გამრავლებისა და ბუნებაში შენარჩუნების თეორიული შანსებიც კი;  გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს.
    მოსალოდნელი  ცვლილებები  ეწინააღმდეგება:
1.რამსარის კონვენცია – კონვენცია "საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ, საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის N 201 დადგენილებით.
2 ბონის კონვენცია – კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე, საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის N 136 დადგენილებით 
3. ბერნის კონვენციას ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ’’ რომლის რატიფიცირებაც მოხდა 2008 წელს.
4. საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“.
   თუ საქართველოს პარლამენტი ზემოაღნიშნულ  საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ უფლებას იტოვებს სარჩელი შეიტანოს საკონტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევის გამო.’’

Комментариев нет:

Отправить комментарий