Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 7 апреля 2011 г.

ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი შედეგები


6 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა სოფო გეწაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც  ელექტრომაგნიტური გამოსხივებას და მის შედეგებს ეხებოდა.














,,ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები, მაღალი ტარიფების გარდა, ანძების დასახლებულ პუნქტებში დაყენებით მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებსაც უქმნიან. ცენტრში  დახმარების თხოვნით არაერთი წერილი შემოდის. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’  რამდენიმე  ანძის დემონტაჟი მოახერხა, მაგრამ  ანძების რაოდენობა მაინც მატულობს  კერძო  დასახლებებში.’’ –განაცხადა ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
,,კავშირგაბმულობის კომპანიების ამგვარი ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და ეს არაერთი უცხოელი ექსპერტების კვლევებითაც დასტურდება.
გამოკვლევებმა (შასტას  მთის ბიორეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი) აჩვენა, რომ თვით დაბალი გამოსხივების დროსაც კი არსებობს მტკიცებულებანი უჯრედის ქსოვილებისა და დნმ-ის დაზიანების შესახებ.  ეს ყველაფერი უკავშირდება ტვინის სიმსივნეებს, კიბოს, დეპრესიას, მუცლის მოშლას, ალცჰაიმერის დაავადებას.’’ განაცხადა  ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა სოფო გეწაძემ.
ადამიანები კი, რომლებიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ცხოვრობენ ხშირად უჩივიან გაღიზიანებასა და მოუთმენლობას. სისხლში ამ დროს იზრდება ადრენალინის შემცველობა, იზრდება სისხლის შედედების რისკი, რაც იწვევს ინსულტსა და ინფარქტს.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა”და “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გადაწყვიტეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაღებულიყო ფილმი, რომელშიც ასახული იქნებოდა ყველა ის პრობელმატური საკითხი, რომელი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ დასახლებულ პუნქტებში დამონტაჟებულ საბაზო სადგურებს ეხება.
პრესკონფერენიის დასრულების შემდეგ მოხდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გადაღებული ფილმის “ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი შედეგები” ჩვენება.

Комментариев нет:

Отправить комментарий