Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

ვაზისუბნის მოსახლეობა რეაგირებას ითხოვს

ვაზისუბნისა და ვარკეთილის დასახლებას შორის არსებულ ტერიტორიაზე, უკანასკნელი წელების განმავლობაში, რამდენიმე ჰექტარზე არსებული მწვანე საფარის თხრა მიმდინარეობს. ერთი წლის წინ ამ ადგილას გაჯის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც თავისი საწარმოსთვის ნედლეულად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწას იყენებდა. ამ ფაქტმა გამოიწვია მიწის საკმაოდ დიდი ნაწილის გადათხრა. მიწის უზარმაზარი მონაკვეთი, რომელიც გაჯის მოპოვების გამო გადაითხარა, უყურადღებოდ არის მიტოვებული. არ იქნა გადათხრილი ადგილების შემდგომში მიწით ამოვსება.













დღეს ეს ტერიტორია ბრძოლის ველს უფრო ჰგავს, ვიდრე ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ პირთა ჯგუფი ყოველგვარი ნებართვის გარეშე აწყობს, ეგრეთწოდებულ, კარიერებს და იქ არსებული მიწით სამშენებლო გაჯს აწარმოებს, რაც იწვევს მიმდებარე ტერიტორიის გაუდაბნოებას. მიწის მწვანე საფარი მთლიანად დიდი ზომის თხრილებმა შეცვალა. მოქალქეები, რომლებიც კარიერებზე მუშაობენ, გაჯის გამოსაწვავად იყენებენ ე.წ. ტრავმაის ”შპალებს” რომელიც რამდენიმე ხნის წინ იქნა აყრილი. აღნიშნული ”შპალების” წვის შედეგად კი გამოიყოფა მავნე ტოქსიკური ნივთიერებები, რაც მოსახლეიბის ჯამნრთელობას საფრთხეს უქმნის.













ისან-სამგორის რაიონული გამგეობისადმი მრავალი თხოვნის მიუხედავად, ვაზისუბნის მოსახლეობას ჯერჯერობით არავინ დახმარებია, ამიტომ მათ ამ საკითხის გადასაწყვეტის ბოლო იმედად ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მიაჩნიათ და შველას მისგან ითხოვენ.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას და დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად.

Комментариев нет:

Отправить комментарий