Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ”ეკოლოგიურ სამართლის ცენტრს” საკანონმდებლო ინიციატივაზე უარი განუცხადა

ერთი თვის წინ   “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ცენტრის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მუხლებში ცვლილებების შეტანა შესთავაზეს.









კერძოდ, პიროვნება, რომელიც უკანონოდ მოჭრის ხეს, ადმინისრაციულ და სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად დაეკისრება იმავე ჯიშის ნარგავების ხელახლა გაშენება. ამ ცვლილებების განხორციელების შედეგად, პირს აღარ ექნებოდა იმის ილუზია, რომ მარტო ჯარიმით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით შემოიფარგლება და მითვისებულ ადგილას ნებისმიერი დანიშნულების შენობას ააშენებს.   კანონმდებლობაში შეასატან ცვლილებებთან დაკავშირებთ შესაბამისი წერილები გაიგზავნება საქართველოს პარლამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროში.
2010 წლის 12 აგვისტოს გარემოს დაცვის სამინისტროში  საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” იქნა მიწვეული. შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტისა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საათნახევარს გაგრძელდა. შედეგი კი ასეთია: გარემოს დაცვის სამინისტრო ზემოაღნიშნული ცვლილების წინააღმდეგია მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მოჭრილი ხეების სანაცვლოდ დარგულ ნერგებს არ მიექცეს სათანადო ყურადღება. პიროვნება, რომელსაც ხეების ხელახლა გაშენება დაევალება, ნაკლებად შესაძლებელია უპატრონოს და მიიყვანოს ნერგები პირვანდელ კონდიციამდე. 
სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ საკმაოდ უსაფუძვლოდ, გაუგებარი მიზეზის გამო უარი განაცხადა ცენტრის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий