ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, დიღმის ხეივანში ავტომაგისტრალის შუა არსებულ გამწვანებულ ტერიტორიაზე, (ავტოგასამართი სადგური ,,რომპეტროლის’’ მოპირდაპირე მხარეს) მწვანე ნარგავები გრუნტის წყლებით არის დატბორილი. პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, რის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული ხე გახმა. იგივე ემუქრება იქ დარჩენილ, ჯერჯერობით ჯანმრთელ ხეებსაც.
თუ, უახლოეს მომავალში, არ იქნება გადამჭრელი ზომები მიღებული, ავტომაგისტრალის შუა არსებული ტერიტორია მწვანე ნარგავების გარეშე დარჩება.
,,ეკოლოგიური სამართლი ცენტრმა’’ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა დაიწყო. პირველ ეტაპზე შესაბამისი განცხადებით მიმართა ქალაქის მერს გიგი უგულავას, რათა მალე მოხდეს აღნიშნული საკითხის მოგვარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий