Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 17 февраля 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფორუმის წევრი გახდა

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას - აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა - თანამშრომლობის ახალი ფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობა შესთავაზა. ევროპის კომისიის ინიციატივით, შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისთვის თითეულ ქვეყანაში შეიქმნა ეროვნული პლატფორმა. ეროვნულ პლატფორმას შეადგენენ ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის პროფესიული გაერთიანებები. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი  გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფორუმის წევრი და 2010 წლის 13 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში’’ მონაწილეობა მიიღო ეროვნული პლატფორმის პირველ შეხვედრაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეროვნულ პლატფორმის წევრთა გახდომის წესები. უფლებამოსილების, ხმის დელეგირების, საკორდინაციო საბჭოს შემადგენლობის, გადაწყვეტილების მიღების  და ა. შ. საკითხები.  არჩეულ იქნენ კოორდინატორები სამუშაო ჯგუფების მიხედვით. 



















თითეულ ჯგუფს დაევალა  რეკომენდაციების  მომზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისთვის, რომელიც ბერლინში იმართება. ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები წარადგინა, რომელიც ეხება ეკოლოგიურ საკითხებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий