Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 17 февраля 2011 г.

მწვანეთა პარტიისა და ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მოთხოვნით სტურუას ქუჩაზე "ჯეოსელმა" ანძის დემონტაჟი მოახდინა

ნაძალადევის რაიონში, სტურუას ქუჩის მოსახლეობამ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრს“ დახმარებისთვის მიმართა, რომლებიც კომპანია ჯეოსელის მიერ დამონტაჟებული ანძის მოხსნას მოითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, ბოლო დროს გაუხშირდათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სხვადასხვა სახის დაავადებები, რასაც ძლიერ ელექტრო-მაგნიტურ გამოსხივებას უკავშირებენ.
ცენტრმა მწვანეთა პარტიასთან ერთად, ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და  "კომპანია „ჯეოსელს“ ანძის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის ფუნქციონირება მართლაც  სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს და დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.  მოსახლეობას პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძეც შეხვდა და მათ პრობლემას ადგილზე  გაეცნო.
კომანია „ჯეოსელმა“ გაითვალისწინა პარტიისა და „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ მოთხოვნა.
ამჟამად სტურუას ქუაზე კავშირგაბმულბის ანძა უკვე მოხსნილია.

Комментариев нет:

Отправить комментарий