Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 17 февраля 2011 г.

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები მოსახლეობის წინააღმდეგ

კომპანია ,,ჯეოსელისა’’ და ,,ბილაინის’’ მიერ საბაზო სადგურების  კერძო დასახლებებში დაყენებასა და მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლების შექმნასთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ წარმომადგენელმა  ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა:
,,მაღალი ფასების გამო, საქართველოს კომუნიკაციების ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია.  რეიტინგით საქართველო ყველაზე ძვირი ტარიფების ნუსხაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ჰონკონგის შემდეგ.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები  ,,ჯეოსელი’’ და ,,ბილაინი’’  მაღალი ტარიფების გარდა მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებსაც უქმნიან, ანძების დასახლებულ პუნქტებში დაყენებით. ცენტრში  დახმარების თხოვნით არაერთი წერილი შემოდის. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’  რამდენიმე  ანძის დემონტაჟი მოახერხა, მაგრამ  ანძების რაოდენობა მაინც მატულობს  კერძო  დასახლებებში. ამჟამად მუშაობა მიდის ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში ,,ბილაინისა’’ და ,,ჯეოსელის’’ ანძების მოსახსნელად.  
"ჯეოსელი" " Teliasonera”-ს ჯგუფის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა.
“Teliasonera” არის რუსული კომპანია "მეგაფონის" აქციების 43%-ის მფლობელი. ეს კავშირგაბმულობის რუსული კომპანია კი ქართულ ბაზარზე მოქმედი "ბილაინის" მესაკუთრის Alfa group-ის მფლობელობაშია.
ორივე კომპანია  რუსული გავლენის ქვეშაა და ერთ ორგანიზმს წარმოადგენს, ამიტომ რუსული კაპიტალი ნაკლებად ფიქრობს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რაც მათ ქმედებებშიც  არის ასახული. სამწუხაროდ, ორივე კომპანიის ამგვარ ქმედებებს ხელს უწყობს თბილისის მერიის უმოქმედობა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ მოუწოდებს რუსული კაპიტალის მქონე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ყურად იღონ მოსახლეობის მოთხოვნა და აიღონ ანძები დასახლებული  პუნქტებიდან  და დააყენონ ისისი ისეთ ადგილას სადაც მოსახლებას ჯანმრთელობის პრობლემები  არ შეხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი მოსახლეობის ინტერესებს კომპანიების წინააღმდეგ სასამართლოშო დაიცავს.’’    

Комментариев нет:

Отправить комментарий