Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

“ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტები თბილისში ახალი, ალტერნატიული გზის მშენებლობას გაეცვნენ

ივლისს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტებმა ვარაზისხევიდან თამარაშვილისქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტირების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, საქგაზმეცნიერების დირექტორთან  დაათვალიერეს მომავალი გზის მარშრუტი.













პროექტის დირექტორის, თამაზ შილაკაძის განმარტებით, შეირჩა გზის მშენებლობის ოპტიმალური ვარიანტი. გზა გმირთა მოედნიდან დაიწყება ზოოპარკსა და ფერდობს შორის ტერიტორიაზე, გაჰყვება მდინარე ვერეს მარცხენა ნაპირს, ამ მონაკვეთში დაიკავებს ზოოპარკის მცირე ზოლს (გზა იქნება ორსართულიანი) მხოლოდ პატარა მონაკვეთში გადაკვეთს მდინარე ვერეს და ასევე პატარა მონაკვეთზე მოხდება მზიურის ტერიტორიასთან შეხება.

















  
ცენტრის წარმომადგენლები მზიურის გამგეობის წევრ, მანანა დუმბაძის მეუღლე ვლადიმერ მალოვიჩკოსაც შეხვედნენ, რომელმაც განმარტა, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული მზიურის და ზოოპარკის კუთვნილი ტერიტორია და გამყოფი მიჯნები, ამიტომ ის საკითხი, თუ სად გადის გზა დასაზუსტებელია. არსებობს ე.წ. ქვედა მზიური და შესაძლოა გზის სავარაუდო გავლის ადგილის ნაწილი მას მივაკუთვნოთ. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მზიურის გამგეობა ოფიციალურად აპირებს წერილის დაწერას და მომართვას.














გზის გეგმის დანარჩენი ნაწილი, ფერდობზე გავლით, გაუყვება მდინარე ვერეს მარცხენა სანაპიროს. ამ მონაკვეთში  მზიურის ტერიტორიასთან მას უკვე შეხება არ აქვს და საბოლოოდ გადის თამარაშვილის ქუჩაზე.
მაგისტრალის მშენებლობა დაკავშირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს დაცულობის და გზის მშენებლობის საჯარო ინტერესებს შორის კოლიზიის საკითხის გადაწყვეტასთან.















თამაზ შილაკაძემ (პროექტის დირექტორი) პირდება საზოგადოებას, რომ დაპროექტების დროს მაქსიმალურად იქნება დაცული ეკოლოგიური პირობები, მოხდება გზაზე შეხვედრილი ხეების გადარგვა. მდ. ვერეში ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ერთ კოლექტორში მოგროვდება და საერთო კოლექტორთან შეერთება, რაც გამოიწვევს მდინარის გასუფთავებას. ადმინისტრაციული აქტით აიკრძალება გზის გასწვრივ, მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე რაიმე დამატებითი მშენებლობების წამოწყება. „ეკოლოგიური სამართლის ცენტრს“, მიეცემა საშუალება ჰქონდეს პროექტის ასლი და შეამოწმოს პროექტის ეკოლოგიური მხარე.

Комментариев нет:

Отправить комментарий