Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

თბილისის მერია ქალაქის გამწვანების ხარჯზე გამგეობის აშენებას აპირებს

თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბნში, 3000-მდე კვ/მ მიწის ფართობზე მრავალწლიან ნარგავებს ანადგურებენ.  დიღმის მასივის მაცხოვრებლებმა პრობლემის შესახებ ახლად დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარე გამწვანებულ ზოლს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის ახალი შენობა დაიკავებს. გამგეობის მშენებლობა კომპანია ”არტტეკსის” მიერ ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ახალ წამოწყებას აპროტესტებს. მშენებლობის შედეგად იჭრება ჯამრთელი ხეეებისა და სხვა ნარგავების დიდი რაოდენობა. ამოძირკვული ხეების ნაწილი კი გადარგულია ახლომდებარე კორპუსების ეზოებში.
მოქალაქეთა განმარტებით, ტერიტორიაზე გამგეობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია. მოსახლეობას აღარ ექნება დასვენებისა და განტვირთვის ადგილი, გადაიტვირთება საგზაო მოძრაობა, გაუარესდება საყოფაცხოვრებო პირობები. ეს ყოველივე კი კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” დედაქალაქის მერიიდან ოფიციალურად გამოითხოვა მშენებლობის პროექტი და ნებართვა, თუმცა, ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან გაურკვეველი, არაადექვატური შინაარსის პასუხი მიიღო.
არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” ”საქართველოს მწვანეთა პარტიის” წევრებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძეც ესწრებოდა.

”ეს მშენებლობა ანადგურებს უზარმაზარ გამწვანებულ ზოლს და მკვეთრად აუარესებს მოსახლეობის საარსებო გარემოს. დღევანდელი აქცია დასაწყისია სამართლებრივი რეაგირებისა, რომელსაც კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ზომას გამოვიყენებთ”, _ განაცხადა ბატონმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий