Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმატებული ნაბიჯი

ერთი თვის წინ მოსახლეობის თხოვნით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ვაზისუბნისა და ვარკეთილის დასახლებას შორის არსებულ ტერიტორიაზე მწვანე საფარის თხრის მიმდინარეობას გაეცნო.  სადაც საკმაოდ დაზიანებულია მიწის საფარი. ერთი წლის წინ ამ ადგილას გაჯის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც თავისი საწარმოსთვის ნედლეულად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწას იყენებდა.  რამაც მიწის საკმაოდ დიდი ნაწილის გადათხრა გამოიწვია.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’  მაქსიმალურად შეეცადა არსებული სიტუაციის გამოსწორებას. მათ გააფრთხილეს ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები და  მოთხოვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 
რამდენიმე  დღის წინ, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოსახლეობისა და  ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’  მოთხოვნის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, 30 ჰექტარ მიწის ფართობზე რაგბის ქალაქის გაშენების თაობაზე. გადათხრილი ტერიტორიები მიწით ამოივსება და მასზე 15 რაგბის მოედანი და ინფრასტრუქტურისთვის საჭირო შენობა-ნაგებობები აშენდება, რითაც ვაზისუბნისა და ვარკეთილის მოსახლეობის მოსახლეობის პრობლემებიც გადაიჭრება.

Комментариев нет:

Отправить комментарий