Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 15 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ბუნების ქომაგს დაიცავს

ვაკე-საბურთალოს რაიონში ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე  მე-18 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 83 წლის ქალბატონმა, ნადია ზენაიშვბილმა ბუნების ნამდვილი ოაზისი მოაწყო. წლების წინ, მან თავისი ინიციატივით და თავისი ხელით 250 ძირი მუხის, ცაცხვის, ნეკვერჩხლის, წიფლისა და ნაძვის ხეები დარგო, ასევე გააშენა უნიკალური დეკორატიული მცენარეები. წიწვოვანი ჯიშის ხეები დღესაც ამაყად ამშვენებენ ერთ დროს ხრიოკად ქცეულ ტერიტორიას.














ქალბატონ ნადია ზენაიშვილის ძალისხმევით კორპუსის მიმდებარე ტეერიტორია მწვანე ნარგავებშია ჩაფლული, თუმცა ყოველ წელიწადს დარგული ნაძვების რაოდენობა კლებულობს, რადგან ზოგიერთ მცხოვრებს მწვანე ნარგავების ნაცვლად გადაწყვეტილი აქვს ავტოფარეხები ააშენოს. ნარგავების გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებს ქალბატონი ნადია ზენაიშვილი, რისთვისაც მას რამდენიმე წლის წინ ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. მხცოვანი ქალბატონი ზეწოლის შედეგად მიღებულ დაზიანებებს საავადმყოფოში მკურნალობდა.
250 ძირი ხიდან ზემოაღნიშნულ ტერიტორიას მხოლოდ 40 ძირი ფიჭვიღა შემორჩა. არსებობს საშიშრობა, რომ ამ ხეებსაც იგივე ბედი ეწევა, როგორც დანარჩენ 210 უძვირფასეს ჯიშის ხეებს.
მოხუცმა ქალბატონმა დახმარებისთვის ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართა, რომელიც ადგილზე გაეცნო ფანასკერტელის ქუჩა N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას, ბუნების ნამდვილ ქომაგს ნადია ზენაიშვილსაც ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა და ქალაქ თბილისის მერიაში ახლადშექმნილ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, გიორგი ქორქაშვილს შესაბამისი წერილიც გაუგზავნა, რათა ქალაქის მესვეურებმა იზრუნონ ფანასკერტელის ქუჩაზე გაშენებული ფიჭვნარის დასაცავად. შემოღობონ გამწვანებული ტერიტორია და დაიცვან ხეები უკანონო მოჭრისა და განადგურებისაგან. 

Комментариев нет:

Отправить комментарий