Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მასალების პროკურატურაში გადაგზავნას გეგმავს

5 ოქტომბერს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლება პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც წარმოადგინეს 2010 წელს ტყეებში გაჩენილ ხანძრების გამო გარემოს დაცვის სამინისტროს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.










2010 წლის 8 სექტემბერს, სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა ხაჩიძემ  სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას მხოლოდ  2010 წლის ზაფხულის განმავლობაში ტყეებში მომხდარი ხანძრების სტატისტიკა გააცნო.
საქართველოში ჯამში 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე 300 ჰა, დაბა სურამში 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე 50 ჰა ტყის მასივი განადგურდა.
430 ჰექტარი ტყის მასივის განადგურებაში გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ვინაიდან მათ მიერ 2010 წელს არ იქნა გატარებული ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.
სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ დაადასტურა ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში და ფაქტიურად აღიარა, რომ სწორედ მისი უწყებაა დამნაშავე ტყეებში გაჩენილ ხანძრებში. ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება გარემოს დაცვის სამინისტროს კანონით ევალებოდა და მის მიერ ამ ღონისძიებების გაუტარებლობით დარღვეულია:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის დებულების მეორე მუხლის  ბ- ქვეპუნქტი.
2. საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო სააგენტოს შესახებ მეექვსე მუხლის ე- ქვეპუნქტი.
3. საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 55-ე მუხლი.
4. საქართველოს ტყის კოდექსის 10-ე მუხლის დ- ქვეპუნქტი.
თუ 2011 წელსაც საქართველოს ტყეებში იგივე  განმეორდა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” იძულებული იქნება უკვე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართოს.  

Комментариев нет:

Отправить комментарий