14 აპრილს საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა საგარეჯოს რაიონის სოფლების ნინოწმინდის, გაღმაუბნისა და წყაროსთავსის საქმეზე. დავის საგანს დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. მათ ინტერესებს სასამართლოზე "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტები იცავენ.
მეორე მხარეს ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია “ნინოწმინდა” წარმოადგენს.
პროცესზე მოსამართლემ მხარეებს გადაწყვეტილების გამოტანამდე მორიგება შესთავაზა.
მორიგი სხდომა 2010 წლის 10 მაისს ჩაინიშნა. მხარეებს მოლაპარაკებისთვის სწორედ ამ დრომდე მიეცათ ვადა.
Комментариев нет:
Отправить комментарий