Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

ცენტრის მოთხოვნით სააქციო საზოგადოება ”რუსთავგაზმა” მრიცხველები გადააადგილა

ერთი თვის წინ ქალაქ რუსთავის 21-ე მიკრორაიონის მოსახლეობამ დახმარებისათვის ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართა. როგორც გაირკვა, სააქციო საზოგადოება ”რუსთავგაზმა” საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ მრიცხველები დაამონტაჟა, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. მათ არაერთხელ მიმართეს სააქციო საზოგადოებას განცხადებით, მოეხსნათ მრიცხველები, რასაც კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ცენტრის წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს სს. ”რუსთავგაზს”. წერილის თანახმად, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოითხოვდა გაზის მრიცხველების დემონტაჟს და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია. მოთხოვნის თანახმად, სააქციო საზოგადოება ”რუსთავგაზმა” მრიცხველები უსაფრთხო ადგილას გადააადგილა.
მოსახლეობამ, გაწეული სამსახურისთვის, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მადლობა გადაუხადა .

Комментариев нет:

Отправить комментарий