Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მიღწეული შეთანხმება ”ჰაიდელბერცემენტკავკაზუსთან”

20 ნოემბერს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, კასპში ცემენტის ქარხნის მიერ გამოწვეული ხმაურის გამო.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” და ,, საქართველოს მწვანეტა პარტიას” არაერთხელ მიმართა კასპის მოსალეობამ, რომელიც  შეშფოთებულია ,,ჰაიდელბერგცემენტკავკაზუს’’-ში შემავალი საწარმოების მუშაობით, რადგან მათი ფუნქციონირებისას ძალზე ბინძურდება გარემო და საწარმოთა მიმდებარე ტერიტორია, გამოიყოფა და 12 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება ძლიერი ხმაური, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.


















გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომელმაც პირობა მისცა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” და ”მწვანეთა პარტიას”, რომ თუ ორ თვეში არ მოგვარდება და აღმოიფხვრება არსებული პრობლემა, სამინისტრო ცემენტის მწარმოებელ კომპანიას დააკისრებს საჯარიმო სანქციებს, დაპირებად დარჩა. მართალია, ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა და მწვანეთა პარტიის მოთხოვნა ,,ჰაიდელბერგცემენტკავკაზუსმა’’ ნაწილობრივ შეასრულა და კასპში არსებული საწარმოს მუშაობის შედეგად შედარებით ნაკლები ხმაური გამოიყოფა, მიუხედავად ამისა  ნახშირის გადამამუშავებელ საამქროში ხმაური კვლავაც საგრძნობია. 
გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრისათვის” გამოგზავნილ წერილში  აღნიშნულია, რომ უწყებას არ გააჩნია ის ხელსაწყო, რომელიც დაადგენს ატმოსფერული ხმაურის დონის განსაზღვრას.
ფაქტია, რომ სამინისტრო, რომელმაც უნდა შეამოწმოს საწარმო ხმაურთან დაკავშირებით არ არის აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოთი. ეს არის სრული უსურობისა და არაკომპეტენტურობის გამოვლენა გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან.
ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნეს ზომები ამ სიტუაციის გამოსასწორებლად და კასპში მოსახლეობისთვის უსაფრთხო  გარემოს შექმნის თვალსაზრისით.  

Комментариев нет:

Отправить комментарий