Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლს ცენტრი” სააქციო საზოგადოება ”რუსთავგაზის” დროულ რეაგირებას ითხოვს

ქალაქ რუსთავის 21 მიკრორაიონში სააქციო საზოგადოება ,, რუსთავგაზმა’’   საცხოვრებელი სახლის ფანჯრების ქვეშ, ყველა წესის დარღვევით დაამონტაჟა გაზის მრიცხველები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. პრობლემის მოგვარების მიზნით კორპუსის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ”რუსთავგაზს”, თუმცა მდგომარეობა დღემდე უცვლელი რჩება. ტექნიკური ხარვეზი, რომელიც თან ახლავს მრიცხველების გარეთ გამოტანის ფაქტს, მოუგვარებელია.
მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა სააქციო საზოგადოების დროული რეაგირება მოითხოვეს.  იმ შემთხვევაში, თუ  არ იქნება გათვალისწინებული ცენტრის მოთხოვნა, იურიდიული სამსახური უფლებას იტოვებს, მიმართოს სასამართლოს, რის შემდეგაც  კომპანიას ფულად კომპენსციასთან ერთად გაზის მრიცხველების დემონტაჟი, მაინც მოუწევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий