Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 15 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ძალისხმევით ქ.თბილისის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა

წელიწადზე მეტია, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, დიღმის ხეივანში, ავტომაგისტრალის შუა არსებულ გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები გრუნტის წყლებით არის დატბორილი.














”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” მოინახულა განადგურების პირას მყოფი მწვანე ზოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. დაზიანებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ხე უკვე გახმა, იგივე ემუქრება დარჩენილ ჯამრთელ ხეებსაც.
ცენტრმა შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერიას და ქალაქის მერს გიგი უგულავას. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტები მერიისგან მოითხოვდნენ ზომების მიღებას და საჭირო სამუშაოების ჩატარებას ტერიტორიის განადგურებისგან დასაცავად.














ქ.თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში გაგზავნილ წერილს გამეხმაურა თავად სამსახურის ხელმძრვანელი გიორგი ლიპარტია. 2009 წლის 11 აგვისტოს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” მიმართ გამოგზავნილ   წერილში აღნიშნულია, რომ  პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მცენარეების დაზიანების მიზეზებს. კომისია პრობლემის აღმოსაფხვრელად და ნარგავების გადასარჩენად გაატერებს შესაბამის ღონისძიებებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий