2009 წლის 10 ივლისს 11 საათზე გაიმართა სასამართლო სხდომა სამოქალაქო საქმზე №2/2842.06 2009წ. (საგარეჯოს რაიონის სოფ. ნინოწმინდის, წყაროსთავისა და გაღმაუბნის მცხოვრებლები, მოპასუხე ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია ნინოწმინდა) დავის საგანს დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.
ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტები იცავდნენ 2004 წელს ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული სოფ. ნინოწმინდას, წყაროსთავისა და გაღმაუბნის მცხოვრებთა ინტერესებს. მოსამართლემ სხდომაზე არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ საქმეში სხდომის ოქმი გაყალბებულია და ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებული შუამდგომლობის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა მიეცეს განჩინება და დრო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
მხარეებს შესთავაზა სარჩელის უკან გათხოვა და ცალკეული სარჩელების შეტანა.
Комментариев нет:
Отправить комментарий