Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ძალისხმევით დამნაშვეები დაისაჯნენ

2010 წლის 3  ივნისს თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე (ვერის ბაღში)  საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში უნებართვოდ მოიჭრა სრულიად ჯანმრთელი  ხეები, რამაც პარკის დამსვენებელთა და იქ მაცხოვრებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.










"ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა”  ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა. მათ მიერვე იქნა გამოძახებული გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებიც, რომლებმაც შესაბამისი ოქმები შეადგინეს. როგორც აღმოჩნდა, სამშენებლო კომპანიის შპს ,,გრატო პასაჟის’’  წარმომადგენლებს ხეების მოჭრაზე ნებართვა არ ქონდათ. კანონით კი ჯანმრთელი ხეების მხოლოდ გადარგვაა შესაძლებელი და არა მოჭრა. “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელობამ  მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამნაშავე პირთა დასჯის მოთხოვნით.
გარკვეული დროის შემდეგ ცენტრმა გარემოს დაცვის სამინისტროდან  წერილი მიიღო, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. ხე-ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა სამშენლეობო  კომპანიის მიერ დაქირავებული სამუშაოების მწარმოებელი პირი აკაკი თათეიშვილი, რომელთანაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება  და ჯარიმის სახით დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. აკაკი თათეიშვილის  მიერ, ასევე, ანაზღაურებულ იქნა გარემოზე მიყენებული ზიანი 3200 ლარის ოდენობით,

Комментариев нет:

Отправить комментарий