Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

კრწანისის ქუჩის მოსახლეობა 40-მდე ძირი ფიჭვის სავარაუდო განადგურებას აპროტესტებს

კრწანისის ქუჩის მოსახლეობა 40-მდე ძირი ფიჭვის სავარაუდო განადგურებას აპროტესტებს. რეაგირებისათვის მათ ეკოლოგიური სამართლის ცენტრს მიმართეს.


















მათი განცხადებით, მოქალაქე ლელი კეკელიძემ უნებართვოდ შეისყიდა დაიკანონა საკმაოდ დიდი ტერიტორია. მეზობლების თქმით ქალბატონი ლელი აპირებს ხეების მოჭრას და მათ ადგილზე მშენებლობის დაწყებას.
სადაო ტერიტორიაზე ფიჭვების მოჭრა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ქანები, რომლებზეც ხეებია განლაგებული საკმაოდ რბილია.
მრავალწლოვან ნარგავებს მოჭრა  აუცილებლად გამოიწვევს ეროზიებს და ნაშალი მასის სავალ გზაზე ჩამოტანას. ამასთან ერთად განადგურდება ორმოცამდე ძირი ჯანმრთელი ხე.


















კრწანისის ქუჩის პირველი შესახვევის მაცხოვრებლები აპროტესტებენ იმ ფაქტსაც, რომ კეკელიძემ დაარღვია მიჯნები და მიითვისა გზა რომლითაც სარგებლობენ სხვა მეზობლებიც. გარდა ამისა მიწის მეპატრონე ითხოვს მის ნაკვეთზე გამავალი გაზის მილების გადატანას, რაც არღვევს მეზობლების სერვიტუტის უფლებას.
მოქალაქეები, რომლებისთვისაც ეს ტერიტორია დასასვენებელ და ბავშვთა გასართობ ადგილს წარმოადგენს, მიწის ნასყიდობის გაუქმებას ითხოვენ.


















ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. ცენტრის იურიდიულმა სამსახურმა საჭირო დოკუმენტები ქალაქის მერიიდან გამოითხოვა. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული მასალების გაცნობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий