Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

დიღომში 300 ძირი ხის მოჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყება

18 სექტემბერს აღმაშნებლის ხეიხანის მე-12 კილომეტრზე, დიდი დიღმის გადასახვევთან 300 ძირი ჯამრთელი ნაძვი მოიჭრა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” შისწავლა არსებული მდგომარეობა. ტერიტორია რამოდენიმე წლის წინ იქნა გასხვისებული კერძო პირზე, თუმცა რომელი კანონისა და წესის დაცვით, ეს უცნობია. აღნიშნული გამწვანებული ზოლი შესულია თბილისის რეკრეაციულ ზონაში.
მოსახლეობისა და ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” პროტესტის მიუხედავად, ტერიტორიის ახალმა მეპატრონემ მაინც მოჭრა სრულიად ჯამრთელი, 300 ზირი ნაძვი. რის შემდეგადაც ცენტრის იუისტებმა მიმართეს სამთავრობო სტრუქტურებსა და თბილისის მერიას. მოსახლეობისა და ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” პროტესტმა შედეგი გამოიღო.
გარემოს დაცვის სამინისტროდან, გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ მანდარიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი გამოაგზავნა  ”ეკოლოგიურ სამართლის ცენტრში” სადაც აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე მასალები გადაიგზავნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში.
 ცენტრი იმედს იტოვებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий