Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

მორიგი წარმატება

“ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” არსებობის მანძილზე არაერთხელ მოუწია დაეცვა მოჭრისაგან და განადგურებისაგან ჯანმრთელი ხეები.
მორიგი ასეთი ნაბიჯი ვაკე-საბურთალოს რაიონში განხორციელდა. წყნეთის ქუჩის მეორე კორპუსის მოსახლეობამ ხეების მოსალოდნელ მოჭრასთან დაკავშირებით ცენტრს მიმართა.



















12 აპრილს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებამ გამწვანების სამსახურთან ერთად 11 ძირი ალვის ხე ავარიულად მიიჩნია და შპს. “სერვის 96”-ს მათი მოჭრა დაავალა.
“ეკოლოგიური ცენტის” თანამშრომლები ადგილზე გაეცვნენ არსებულ მდგომარეობას. მოსაჭრელად მონიშნული არცერთი ხე დაზიანებული და მოსახლეობისათვის საშიში არ აღმოჩნდა. თუმცა, მერიის თანამშრომლები იშველებდნენ იმ დასკვნას, რომელშიც ხაზგასმული იყო ალვის ხეების ავარიულობა.
საბოლოოდ ცენტრის მოთხოვნით შპს. “სერვის 96” მხოლოდ ხეების გადაბელვით სამუშაოები შემოიფარგლა. 11 ჯანმრთელი ხე მოჭრას გადაურჩა, რითაც იქ მცხოვრები მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა და ,,ეკოლოგიური ცენტრის’’ ხელმძღვანელს გიორგი გაჩეჩლაძეს და მის მუშაკებს დიდი მადლობა გადაუხადა.  
ცენტრის იურისტები აპირებენ სერიოზულ ნაბიჯების გადადგმას სიტუაციის გამოსასწორებლად. მსგავსი სახის შემთხვევა პირველად არ დაფიქსირდა. თბილისში ხშირია ხეების უკანონოდ მოჭრის ან მოჭრაზე ნებართვის გაცემის მცდელობა, რის აღსაკვეთადაც ცენტრი მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

Комментариев нет:

Отправить комментарий