Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 4 июня 2012 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ლაზიკის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასა და ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს აპროტესტებს


საქართველოს ხელისუფლება გეგმავს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების განხორციელებას. ამჯერად საქმე ეხება კოლხეთის ეროვნულ პარკში ლაზიკის უფლებამოსილებისა და სტატუსის განსაზღვრას ორგანული კანონით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 29 მაისს პრესკონფერენცია გამართა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც საკონტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა: ,,იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ ”სტრატეგიული განვითარების სააგენტომ” 25 მაისიდან დაიწყო საჯარო განხილვები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება აწყობს შეხვედრებს და ქმნის ილუზიას, რომ საზოგადოება მხარს უჭერს აღნიშნულ ცვლილებებს, რის შედეგადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იქნება წინადადებები პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც დღევანდელი პარლამენტის მორჩილი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანონპროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ყოველივე წინააღმდეგობაში მოდის ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტთან, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან, მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტთან და ”სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტთან, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ”, ”კ”, ”პ” ქვეპუნქტებთან და მე-3 პუნქტთან, მე-13 მუხლის  მე-3 პუნქტთან.

აღნიშნული კანონების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. ქალაქის შექმნის ინიცირებისას უნდა გათვალისწინებულიყო კანონის მოთხოვნები სარეკრეაციო ზონების განვითარებასთან დაკავშირებით და უზრნველყოფილი უნდა ყოფილიყო ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა. მაშინ, როცა არ ჩატარებულა ექსპერტული კვლევები, თუ რამდენად ვარგისია ტერიტორია მშენებლობისათვის, სანაპირო - დიდი გემების მისაღებად, მაშინ, როცა არ არის გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სივრცითი მოწყობის გეგმა, ხელისუფლება წინდაუხედავად აპირებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას.
წარმოდგენილი საკონსტიტუციო კანონპროექტით ირღვევა რამსარის საერთაშორისო კონვენცია, ვინაიდან აღნიშნული კონვენციით დაცულია კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია და წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება უზრუნველყოფილია აღნიშნული კონვენციით. გარდა ამისა, 2007 წლიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
იმისათვის რომ ხელისუფლებამ რამსარის კონვენციის დარღვევა თავიდან აიცდინოს გუშინ პარლამენტში შევიდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს, კერძოდ, პარკის საზღვრები მცირდება. კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების შეცვლით ჩვენ გარემოზე უარყოფით გავლენას მაინც ვერ ავიცილებთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий