Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 4 июня 2012 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობას სასამართლოში ასაჩივრებს

2012 წლის 22 მაისს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართა. 2012 წლის თებერვალში ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა”, მოსახლეობასთან ერთად ერთვიანი ბრძოლის შედაგად შეინარჩუნა კიკვიძის პარკში არსებული გამწვანებული ტერიტორია, თუმცა ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ძალის დემონსტრირების ხარჯზე კიკვიძის პარკში ათეულობით მრავალწლიანი წიწვოვანი  ჯიშის ხის მოჭრა და მის ადგილას თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა პოლიციის შენობის აღმართვის ნებართვა გასცა. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში აღნიშნული ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით. გუშინ მერიიდან მივიღეთ პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღეს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეაქვს სარჩელი, რომლითაც ვითხოვთ სსიპ ”თბილისის არქიტექტურის სამსახურის” პროექტის შეთანხმების ბრძანების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მათ შორის- მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ნარგავების დარგვას.

ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება:
1. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, რომლის #1 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რომელსაც მიეკუთვნება კიკვიძის პარკის ტერიტორია), განაშენიანების ძირითადი და დასაშვები სახეობების ჩამონათვალში არ არის ნახსენები შ.ს.ს.-ს ადმინისტრაციული შენობა ან რაიმე მსგავსი.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
6. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მესამე ნაწილს.

Комментариев нет:

Отправить комментарий