Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 21 мая 2012 г.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიერ ფილტრების დაყენებისას მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს


2012 წლის 5 მაისს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ზესტაფონის ტელეკომპანია ,,არგოს’’ ყოფილმა ჟურნალისტმა შოთა ფერაძემ, ფეროშენადნობთა ქარხანასთან  დაკავშირებით განვითარებული მოვლენებისა და სამომავლო გეგმების  შესახებ,  ერთობლივი  პრესკონფერენციას  გამართეს.

შოთა ფერაძემ 14 აპრილს ვიდეო-კამერით დააფიქსირა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან გარემოში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების  გაფრქვევა. სწორედ ამ კადრებით შეიტყო საქართველომ, რა სახის დანაშაული ჩაიდინა ქარხნის მფლობელმა კომპანია ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედმა”.  
საქართველოს ტელესივრცეში კადრების გავრცელების შემდეგ, ,,არგოს’’ მესვეურებმა შოთა ფერაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
,, შოთა ფერაძემ თავისი სამსახურეობრივი კარიერა გასწირა იმისათვის, რომ ქვეყანას სიმართლე გაეგო. განთავისუფლების შემდეგაც მის მიმართ გრძელდებოდა ზეწოლა, მაგრამ იგი კვლავაც დგას თავისი ქალაქის და პროფესიული მოვალეობის სადარაჯოზე. იგი ჩვენი დროის ნამდვილი გმირია. მოვუწოდებთ აქართველოში არსებულ მედია საშუალებებს, ითანამშრომლონ შოთა ფერაძესთან, რათა მას საშუალება მიეცეს - თავისი პროფესიული მოვალეობა კვლავაც შეასრულოს.
შოთა ფერაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არ ნანობს მის მიერ გადაგმულ ნაბიჯს, რაც მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა, რადგან მას როგორც ოპერატორს უფლება არ ჰქონდა სხვანაირად მოქცეულიყო და დაემალა საზოგადოებისათვის ის რასაც  ზესტაფონის ფეროს ქარხანა სჩადის.
 ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ უკვე დაიწყეს ფილტრების დაყენების მოსამზადებელი პროცესი.  „ფეროში“ უშუალოდ 10 მაისიდან დაიწყება ფილტრების დამონტაჟება. 21 მაისს დამთავრდება სამუშაოების პირველი ეტაპი. ივნისის პირველ დეკადაში კი მთლიანად დასრულდება სამუშაოები. სამივე ღუმელი, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია, გაეშვება. თითოეულ ღუმელზე დაყენდება 2100 ფილტრი. მათი ნაწილი მზადდება ქუთაისში, ნაწილს შემოიტანენ თურქეთიდან და უკრაინიდან. ქარხანაში ამჟამად 5 ღუმელი მუშაობს.- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
 „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“  მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს, მონიტორინგი გაუწიოს ხსენებულ ქარხანაში ფილტრების დამონტაჟების პროცესს .
პრესკონფერნციაზე ცენტრის ხელმძღვნელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ სამძიმარი გამოუცხდა მავნე ნივთიერებების  გაფრქვევის შედეგად დაღუპული მეოთხე საამქროს  მემანქანის გოჩა სამხარაძის ოჯახს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий