Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 21 мая 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას დაზარალებული მუშების დახმარებისკენ მოუწოდებს


ზესტაფონში, მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ, ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმიტედმა” შემოიტანა არასერთიფიცირებული, ტყვიაშემცველი მაროკოს მარგანეცის მადანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში რამდენჯერმე მოხდა ზალპური გაშვება, ანუ მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა. დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქარხნის მიერ ზალპური გაშვებების შედეგად საამქროს რამდენიმე მუშა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა ძალზე კრიტიკულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ 2012 წლის 30 აპრილს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა:

,,გოჩა სამხარაძე, რომელიც გახლავთ მე-4 საამქროს ხიდური მემანქანე, მძიმე ინტონსიკაციის ნიშნებით ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, გუშინ კი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს  გულნაზი კვინიკაძეს, რომელიც პირველ საამქროში მუშაობდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმციით კიდევ რამდენიმე მუშა-მოსამსახურეა დაშავებული თუმცაღა თუ რომელ საავდმყოფოში არიან განთავსებულნი ჯერ-ჯერობით დადგენილი არაა.   აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზესტაფონის ქარხნის მუშების ნაწილი უარს აცხადებს საწარმოში არასერთიფიცირებული მადნის გადამუშავების პროცესში მონაწილეობაზე. ამჟამად, სოფელ არგვეთაში, სადაც ამ დღეებში გაიხსნება ახალი საწარმო, შეტანილია 200 ტ. მაროკოს მარგანეცის მადანი, რომლის გადამუშავებაც ხვალ იწყება. ეს ის მადანია, რომლის გადამუშავებასაც ზესტაფონში ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა. აღნიშნული მადნის გადანაწილება ხდება ასევე სოფელ ჭიშურაში განთავსებულ საწარმოში. საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნული მადანი, რომელიც შემოიტანეს საზღვარგარეთიდან, არის  უხარისხო, მას უკვე არცერთი ევროპული ქვეყანა აღარ იყენებს. იმის გამო, რომ მასზე მოთხოვნილება არ არსებობს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას გაცილებით იაფი უჯდება მაროკოდან მადნის შემოტანა, ვიდრე ჭიათურაში გაცილებით მაღალი ხარისხის მადნის შესყიდვა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოითხოვს:
·         ქართველი მუშა-პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ქარხნის ხელმძღვანელობამ უარი თქვას მაროკოს მარგანეცის მადნის გადამუშავებაზე;
·         შეიქმნას ოპტიმალური, უსაფრთხო სამუშაო პირობები მუშა-პერსონალისათვის;
სათანადო დახმარება გაეწიოს დაზარალებულ მუშებს.’’

Комментариев нет:

Отправить комментарий