Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 18 апреля 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მოთხოვნა


,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პარკებში, სკვერებში და ბაღებში მშენებლობებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   ,,ბოლო წლებია, თბილისის სკვერებში, ბაღებსა და პარკებში გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ვინაიდან ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ სარეკრეაციო ზონებში გაყიდული ტერიტორიებზე იჭრება ხეები და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების შედეგად აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს.
ქალაქის ხელმღვანელობის ასეთი თვითნებობა პირდაპირ ეწინააღმდეგება:
 1. თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას -ქ. თბილისის სკვერებში, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ- სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინ როცა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.
 2. პარლამენტის დადგენილებას - საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
3. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას - ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების, და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.’- განაცხადა ცენტრი იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
 პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ჭავჭავაძის 11-სა და ჭავჭავაძის 50-ში, სპორტის სასახლესთან და ბუდაპეშტის 14-ში არსებულ სკვერებში და ვაკის პარკში მშენებლობის ფაქტები.

Комментариев нет:

Отправить комментарий