ორი თვის წინ ეკოლოგიური სამართლის ცენტრი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა. და აი, გუშინ გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგ კელმა ეკოლოგიური სამართლის ცენტრს წერილი გამოუგზავნა და მადლობა გადაუხადა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების გაზიარებისათვის ადამიანის უფლებათა, შრომის, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
გაერო მზადაა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრს’’ დაეხმაროს გლობალური შეთანხმების ათი ფუძემდებლური პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად და სურს მასთან აქტიური თანამშრომლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий