Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 марта 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა კასპში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა


9 მარტს ეკოლოგიური სამართლის ცენტრი კასპში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჰაიდელბერცემენტ-კავკაზუსის წარმომადგენელი შალვა ნინიძე, კასპის საკრებულოს ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი იორდანაშვილი, ექსპერტები – ნუგზარ ბუაჩიძე და გიორგი მელაძე, კასპის სკოლებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.



შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გარემოში ჩატარდა. განხილულ იქნა ის პრობლემატური საკითხები, რომელიც დღეს ასე მწვავედ აწუხებს კასპის მოსახლეობას, დაისახა გეგმები მათ გადასაჭრელად. პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს მოწვეულმა სტუმრებმა და გამოთქვეს სრული მზადყოფნა მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირში და თანამშრომლობის რეჟიმში იმუშაონ პრობლემების გადაწყვეტაზე. ძირითად პრობლემად შეხვედრის დროს დასახელდა საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურება, წყლის არასათანადო მიწოდება მოსახლეობისათვის და ის დონე, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ექსპერტებმაც დაადასტურეს. ასევე, კანალიზაციის პრობლემები მირიან მეფისა და ქეჩარუხის დასახლებაში. მოსახლეობამაც და მოწვეულმა სტუმრებმაც დიდი მადლობა გადაუხადეს ეკოლოგიური სამართლის ცენტრს აღნიშნული შეხვედრისათვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ ღიად და პირდაპირ ელაპარაკათ იმ პრობლემებზე იმ პირებთან, რომლებსაც ამ პრობლემების გადაჭრა პირდაპირ ევალებათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий