Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 15 февраля 2011 г.

პრეზიდენტის მორიგი თვითნებობა

საქართველოს პრეზიდენტის 05.02.08 წ. #92 განკარგულებით ქ. თბილისში ცოტნე დადიანის ქ. #134-ში მდებარე 16994 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის საკადასტრო კოდი# (01.12.12.020.004.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით განსაზღვრული საპრივატიზაციო პირობებით საკუთრებაში გადაეცა შპს ,,დევილაქს’’.













 საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის   #244 განკარგულებით კი  ქ.თბილისის თვითმრთველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით წესით პრივატიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 თებერვლის #92 განკარგულებაში ცვლილებები იქნა შეტანილი. კერძოდ:
ა) თბილისში, ც. დადიანის ქ. #134-ში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტის რეაბილიტაცია და #1 დანართის შესაბამისად აღჭურვა 2008 წლის 16 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლიბების შეტანიდან 5 თვის ვადაში, და განსაზღვრული სპორტული პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში.
ბ) ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,დევილაქს“ შორის 2008 წლის 16 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანამდე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 4 თებერვლამდე ვადით ძალაში მყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა საპრივატიზაციო ქონების ღირებულების 5%-ის ოდენობოთ, ხოლო თუ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზაციო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 5%.
ე) ქ. თბილისის მერისა და ,,დევილაქს’’ შორის 2008 წლის 16 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების გაფორმებამდე, ქ.თბილისის მერიაში განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთაღრიცხვის გეგმის წარდგენა.

დანართი #1
ქ. თბილისში, ც. დადიანის ქ. #134-ში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტის ბაზაზე  კონკრეტული სპორტის სახეობათა ფედერაციის სტანდარტით განსაზღვრული შემდეგი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება:
3-ტატამიანი ჭიდაობის დარბაზი (ტრიბუნა, დარბაზი, სკამები);
3- ტატამიანი (თითოს ზომა 12X12); ძიუდოს დარბაზი ზომით  30ხ20;
ტრენაჟორების დარბაზი (15 ტრენაჟორი)
კრივის დარბაზი;
ძალოსნობის დარბაზი;
მშვილდოსნობის დარბაზი;
ადმინისტრაციული შენობა;
2. ქ. თბილსის მერიამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები წარსულში ეკუთვნოდა სპორტსაზოგადოება ,,მართვეს“. იმის გარდა, რომ სპორტული კომპლექსი ადრე აღჭურვილი იყო ყველა საშუალებებით, ამას გარდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოთავსებული იყო საფეხბურთო მოედანი. პრეზიდენტის #244 განკარგულებაში არსადაა ნახსენები ზემოაღნიშნული ტერიტორიაზე და არც ინვესტორია ვალდებული, რომ საფეხბურთო მოედანი მწყობრში მოიყვანოს და მას სტატუსი არ შეუცვალოს, საქართველოს პრეზიდენტის  #244 განკარგულებაში არსად არ სჩანს ზემოაღნიშნული 1000 კვ.მ-ზე განლაგებული საფეხბურთო მოედანი რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. რადგან აღნიშნულ საფეხბურთო მოედანს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი თაობის აღზრდაში და მას გარდა გამაჯანსაღებელი ფუნქციისა სხვა დატვირთვაც გააჩნია, ჩვენ ვითხოვთ საქართველოს ზოგადი ადმოინისტრაციული კოდექსის 5-ე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, ბათილად გამოცხადდეს უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან დარღვეულია კონსტიტუციის 37-ე მუხლში და გარემოს დაცვის შესახებ კანონში ასახული მოსახლეობის უფლებები: ”ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი”, ფაქტიურად დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების საგნის მთელი მოცულობა, ანუ განგებ იქნა გამოტოვებული ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მოიცავდა საფეხბურთო მოედანსაც, სინამდვილეში დაიდო მოჩვენებითი გარიგება, და რაიმე წინაპირობის გარეშე შ.პ.ს. ,,დევილაქს’’ დამატებით გადაეცა 1000 მ2 მიწიის ნაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით: „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ საქართველოს ზოგადი ადმოინისტრაციული კოდექსის 5-ე მუხლის 3-ე თანახმად ბათილად გამოცხადდეს უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ჩვენი ხელისუფლების გარკვეულ პიარ აქციებად იქცა ხელოვნურსაფარიანი მოედნების გახსნა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. თავითავად მოედნების გახსნა ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დიდი სპორტული კომპლექსების გაყიდვის გადაფარვის მიზნით.

Комментариев нет:

Отправить комментарий