Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” მზიურში მიმდინარე მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით პრესკომფერენცია გამართა

18 აგვისტოს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრი აგრძელებს ბრძოლას ”მზიურის” გადარარჩენად, სადაც თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო ავტომაგისტრალის მშენებლობა.
როგორც ეკოლოგიურუ სამართლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, მაგისტრალის მშენებლობა გამოიწვევს თბილისში არსებული რეკრეაციული ზონის განადგურებას, კერძოდ, მდინარე ვერეს ხეობის, ”მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიების ეკოლოგიურ დაბინძურებას. რაც ყველაზე მთავარია, დაბინძურდება ჰაერი, რომლითაც საზრდოობს თბილისი.
















ახალი მაგისტრალის პროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გენერალურ გეგმას. ის ტერიტორია სადაც უნდა გაიაროს ჩქაროსნულმა მაგისტრალმა, როგორც ავღნიშნეთ არის ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ქალაქი მზიური და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორიები კი თავის მხრივ ქ. თბილისის საკრებულოს დამტკიცებული  გენერალური გეგმის თანახმად შედიან სარეკრიაციო ზონაში (რზ2)-ში სადაც აკრძალულია მონოლითური და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გზების მშენებლობა.
ცენტრის იურისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართეს თბილისის მერის შესაბამის სამსახურებს და მოითხოვეს გზის მშენებლობის შეწყვეტა. მშენებლობის არშეჩერების შემთხვევაში, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” აპირებს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში და დაიცვას აღნიშნული ტერიტორიები განადგურებსაგან.
აღნიშნულმა საკითხმა პრესისა და  მედია მაუწყებლობის საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

Комментариев нет:

Отправить комментарий