Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

ეკოციდი ნინოწმინდაში

7 ივლისს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” მწვანეთა პარტიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ეკოლოგიური ცენტრის იურისტები 2007 წელს მოსამართლე ბესიკ სისვაძის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაყალბებას აპროტესტებენ.














საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობის თხოვნით,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა დაიწყო იმ საქმის გამოძიება, რომელიც აღიძრა 2004 წლის 10 სექტემბერს, ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდის  №100 ჭაბურღილიდან ნავთობისა და გაზის ამოფრქვევასთან დაკავშირებით. ამოფრქვევამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მნიშვნელოვნად დაზიანდა გარემო.
სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობა იძულებული გახდა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შორი მანძილიდან ცისტერნებით ეზიდათ სასმელი წყალი. ამავე დროს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს მკვეთრად გაუუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა _ გახშირდა ონკოლოგიური და სხვა სახის დაავადებათა შემთხვევები.















2005 წელს ნინოწმინდის მოსახლეობამ ქალაქ თბილისის საქალაქო საქმეთა სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სამოქალაქო სასამართლომ საქმე საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გადააგზავნა. ამ მოვლენების გამო სასამართლო საქმის დაწყება 2007 წლამდე ვერ მოხერხდა. 2007 წლის 30 იანვარს კი უკვე ნინოწმინდის მოსახლეობის ადვოკატმა,  თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
მოსამართლე ბესიკ სისვაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილდა. თუმცა, სასამართლო საქმე მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა. ადვოკატ მირიან ნიკოლაძის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ბესიკ სისვიძემ მას არ გაუგზავნა სასამართლო განჩინება, შეგნებულად გააყალბდა სხდომის ოქმი,  ასევე ადვოკატის მიერ განჩინების მოთხოვნის დამადასტურებელი წერილები.















ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მოითხოვს მოსამართლე ბესიკ სისვაძის მიმართ დაიწყოს დისციპლინარული დევნა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ამასთან დაკავშირებით, ეკოლოგიური სამართლის ცენტრი აპირებს წერილობით მიმართოს იუსტიციის საბჭოს. ასევე, ჩატარდეს ეკოლოგიური ექსპერტიზა და მის საფუძველზე მოსახლეობას აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი: თითოეულ მოსახლეს, კომპენსაციის სახით, მიეცეს 50 000 ლარი და ობიექტურად, მიკერძოების გარეშე ჩატარდეს 10 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომა.

Комментариев нет:

Отправить комментарий