Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეცვლის გარემოს

8 ივნისს “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს მედიას. ამ ინიციატივის თანახმად, ყველა უკანონოდ მოჭრილი ხის სანაცვლოდ  უნდა დაირგოს ახალი ნარგავები.


















2009 წლის 18 სექტემბერს აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე, დიდი დიღმის გადასახვევთან, 300 ძირი ნაძვი მოიჭრა. ამ ფაქტის გამო, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტებმა სამთავრობო სტრუქტურებს მიმართეს.  ცენტრის პროტესტმა შედეგი გამოიღო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ხე-ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა გიორგი ომიაძე, რომელსაც დანაშაულით გათვალისწინებული სსკ-ის 303 მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. ომიაძის მიერვე ანაზღაურებულ იქნა გარემოზე მიყენებული ზიანი 17353 ლარის ოდენობით, ხოლო უკანონოდ გაჩეხილი 38,74 მ3 ხე-ტყე კი გადავიდა  სახელმწიფო საკუთრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეები დანაშაულის გამო ისჯებიან, მოჭრილი ხეების ადგილას ახალი ნარგავების დარგვას არავინ ფიქრობს. ხშირ შემთხვევებში, სამართალდამრღვევი მზადაა ჯარიმა  გადაიხადოს და მწვანე ნარგავებისგან განთავისუფლებულ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი განათავსოს. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროა საიტზეა განთავსებული. 2008 წელს 1776, ხოლო 2009 წელს 2305 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. ჯარიმების თანხაც ყოველწლიურად მატულობს (2008 წელი-1066317 ლარი, 2009 წელი 1422182 ლარი).  თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შეიძლება მწვანე ნარგავების გარეშე დავრჩეთ. მართალია, ამ გზით ბიუიჯეტში გარკვეული თანხა შედის, პარალელურად ქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგება.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 303 და 304 მუხლებში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64, 641  და 151 მუხლებში. კერძოდ, პიროვნება, რომელიც უკანონოდ მოჭრის ხეს, ადმინისრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით დამატებით დაეკისროს იმავე ჯიშის ნარგავების გაშენება. თუ ეს ცვლილებები  კანონმდებლობაში შევა, ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გამოსწორდება.  მოქალაქეს აღარ ექნება იმის ილუზია, რომ მარტო ჯარიმით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაიძვრენს თავს და მითვისებულ ადგილზე ნებისმიერი დანიშნულების შენობას ააშენებს.
რაც უფრო მალე შევა კანონმებლობაში ეს ცვლილებები, მით უფრო მეტი მწვანე ნარგავის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. 
კანონმდებლობაში შეასატან ცვლილებებთან დაკავშირებთ შესაბამისი წერილები გაიგზავნება საქართველოს პარლამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროში.

Комментариев нет:

Отправить комментарий