Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 15 февраля 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი აღმაშენებლის ხეივანის გადარჩენისთვის იბრძვის

ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მუხათგვერდის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 2009 წელს მოქალაქე თამაზ ბიკაშვილის საკუთრებაში გადავიდა  5000. 00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ამჟამად 200-მდე ძვირფასი ჯიშის მრავალწლიანი ნაძვია დარგული.














ახალმა მეპატრონემ სრულად შემოღობა 5000. 00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაძვების სრულად მოჭრას, რათა შემდგომში მასზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისგან შენობა ააშენეოს. მსგავსი სახის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს ტერიტორია შედის  ქ. თბილისის საკრებულოს დამტკიცებული გენერალური გეგმის თანახმად სარეკრეაციო ზონაში (რზ2)-ში სადაც აკრძალულია მონოლითური და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გზების მშენებლობა.
















 ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა ასევე აკრძალულია ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით.  ამის გამო, მისის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ძალზედ შეშფოთებულია და უკმაყოფილებას არ მალავს. დახმარებისათვის მათ დახმარებისთვის “ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართეს. ცენტრის იურისტებმა და ოპერატიულმა ჯგუფმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.  მართალია ჯერ-ჯერობით არცერთი ხე მოჭრილი არაა, მაგრამ მესაკუთრე არ მალავს რომ ამის გაკეთებას ნამდვიალდ აპირებს. პრევენციის სახით, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’  წერილები უმალვე გააგზავნა ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში და გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა არ იქნეს დაშვებული ნაძვების მოჭრა სარეკრიაციო ზონაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий